1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის დღე. მე და ქალბატონი ნაზი,დირექტორის მოადგილე

1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის დღე. მე და ქალბატონი ნაზი,დირექტორის მოადგილე
პროექტი N3

суббота, 17 октября 2009 г.

დაბა ნაფარეული,ლოპოტას ტბა. (პროექტი N1)

1.პროექტის სახელი:დაბა ნაფარეული. 
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ ისტ-ის საშუალებით დაბა ნაფარეულის შესახებ ინფორმაციას.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი კუთხის _ კახეთის, კერძოდ დაბა ნაფარეულის შესახებ ინფორმაციის მოძიება ისტ-ის საშუალებით http://www.lopota.ge/ მოგზაურობა, დათვალიერება. ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობა. თანაკლასელებთან შთაბეჭდილებების გაზიარება.
I- ჯგუფი მოიძიებს მასალებს.
II- ჯგუფი აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას.
4. მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გადაწყვეტილების მიღება, ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალების მოძიება საქართველოს იმ კუთხეზე სადაც იმოგზაურეს, პრეზენტაცია, დისკუსია, ფოტო და ვიდეო მასალების შეგროვება.
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება,შეიქმნას: მოსწავლეები ასახელებენ მათ მიერ მონახულებულ ადგილს, პირობითი ნიშნების გამოყენებით ავსებენ ცხრილს, რომელიც მასწავლებლის მიერ წინასწარ არის შედგენილი (ტყე, ეკლესია, მინდორი, ტბა, პლაჟი), შექმნიან ვებ-გვერდს,განუვითარდებათ დაკვირვების უნარ-ჩვევა,შეიცნობენ და აღმოაჩენენ სიახლეებს გარემო სამყაროში.
8.სარგებელი სხვებისათვის: ოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას საუკეთესო ადგილების შესახებ.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ნაფარეულის საჯარო სკოლა.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული _ შექმნიან ესეებს, ჩანახატებს.
ხელოვნება _ დაკვირვების შედეგად აღიქვამენ ფერებს და გამოიყენებენ ნახატში.
ბიოლოგია _ გაუჩნდებათ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.
12.პროექტის ფასილიტატორი:ია ზირაქიშვილი.
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:iazirakishvili@gmail.com
15.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: www.iazirakishvili.blogspot.com