1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის დღე. მე და ქალბატონი ნაზი,დირექტორის მოადგილე

1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის დღე. მე და ქალბატონი ნაზი,დირექტორის მოადგილე
პროექტი N3

четверг, 24 декабря 2009 г.

შიდსი,სტიგმა,დისკრიმინაცია

1. პროექტის სათაური: შიდსი, სტიგმა, დისკრიმინაცია
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის ამოცანაა როგორ ავიცილოთ აივ/შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაცია.
3. პროექტის სრული აღწერა: სტიგმა – დამღა, ლაქა, სირცხვილი, უპატივცემულობა. სტიგმატიზებული ადამიანი – საზოგადოებისაგან განდევნილი, დაღდასმულია. აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია ადამიანთა ძირითადი უფლებების – დისკრიმინაციისაგან თავისუფალი ცხოვრების, პიროვნული თავისუფლების, ჯანმრთელობის, ინფორმირებულობისა და განათლების უფლებათა დარღვევას წარმოადგენს.
ეპიდემიის დაწყებასთან ერთად წარმოშობილი მეტაფორები, რომლებიც შიდსს უკავშირებენ სიკვდილს, დანაშაულს, სასჯელს, სარისკო ქცევას, შიშსა და „გაუცხოვებას“, აძლიერებდნენ და აკანონებდნენ სტიგმას. ხშირად თლიან, რომ აივ ინფიცირებული ადამიანები სამართლიანად იმსახურებენ ამგვარ „გამორჩეულ“ მდგომარეობას თავისი „არასწორი“ საქციელის გამო.
სტიგმის და დისკრიმინაციის შიშით, აივ ინფიცირებულები ხშრად უგულვებელყოფენ პროფილაქტიკის წესებს, ცდილობენ ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანად მოაჩვენონ ყველას თავი. სტატუსის გამხელის შიშით, ისინი არ სთავაზობენ პარტნიორებს უსაფრთხო სქესობრივ კავშირს, არ ერიდებიან ნარკოტიკის მიღების დროს სხვა ნარკომანისთვის საკუთარი შპრიცის მიწოდებას, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეჭვი არ გამოიწვიონ. ხშრად ისინი არ ამხელენ იმფიცირებას არც მედიცინის მუშაკებთან. ყოველივე ეს იწვევს შიდსის ეპიდემიის სწრაფ გავრცელებას.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის საგანმანათლებლო პროგრამებმა განვითარებულ ქვეყნებში თანდათან გამოიღო შედეგი. საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ შიდსი სულაც არ არის რაღაც უჩვეულო, განსაკუთრებული და ყველა დაავადებაზე საშიში. ახლა შიდსთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია ისე მწვავედ აღარ არის გამოხატული, როგორც ეპიდემიის დასაწყისში.
საგანმანათლებლო პროგრამებმა, ადამიანთა ინფორმირებულობამ, ინფიცირებულებთან ყოველდღიურმა კონტაქტმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს დაავადება თანაბრად შეიძლება დაემართოს ყველას, დიდსაც და პატარასაც. გარდა ამისა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ შიდსის ვირუსი მართლაც მხოლოდ იმ გზებით გადადის, რომლებიც მეცნიერების მიერ არის დადასტურებული და ინფიცირებულებთან ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო თუ სოციალური კონტაქტები საშიში არ არის.
შიდსთან დაკავშირებული ინფორმაციების მოძიების, მონიტორინგის, ცოდნის გაღრმავებისა და გაზიარების მიზნით ვაყალიბებთ ჯგუფებს იმ უფროს კლასელი მოსწავლეების მიერ, ვისაც ღრმად აქვს შესწავლილი საკითხი, როგორც ბიოლოგიის გაკვეთილებიდან, ასევე იმ საინფორმაციო შეხვედრებიდან, რომელიც იყო ორგანიზებული გლობალური ფონდის მიერ სკოლაში, საგანმანათებლო პროექტში „ჯანსაღი ცხოვრება – ჩვენი არჩევანი!“ და სხვა წყაროებიდან. ხდება საკითხების განაწილება, პროექტის ორგანიზება მოსწავლეთა და პროექტის ხელმძღვანელის მიერ.
4. მონაწილეთა ასაკი: 17 – 18 წელი.
5. ვადები, ხანგრძლივობა: 2009 წლის 1 დეკემბერი, პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა 2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: დახმარებისათვის მიმართვა ხდება ამ საკითხით დაინტერესებულ პირებთან.
ა) სპეციალიზებული შიდსის ცენტრები, „ბემონი“ და სხვ.
ბ) ბავშვთა ფედერაცია.
გ) შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი.
  მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ სახვითი ხელოვნების უნარი, ქმნიან ფსიქლოგიურ ნამუშევარს და წარუდგენენ აუდიტორიას.
  1კემბერს – შიდსის საერთაშორისო დღეს, წითელი ლენტებით გამოხატავენ თანაგრძნობას აივ/შიდსით დაავადებული ბავშვებისა თუ ზრდასრული ადამიანების მიმართ.
ინტერნეტითა და სხვა საშუალებებით მოძიებული მასალებით გააკეთებენ პრეზენტაციებს, გადაიღებენ და შეაგროვებენ ფოტო, ვიდეო მასალებს ბლოგისათვის.
7. მოსალოდნელი შედეგები: პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები შეცვლიან საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ და ჯერ კიდევ შემორჩენილ სტიგმატურ შეხედულებებს შიდსით დაავადებულ ადამიანთა მიმართ, ავიცილებთ აივ/შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციას. მოხდება ამ ადამიანთა არა „გარიყვა“, არამედ გულისხმიერების გამოჩენა. მოსწავლეები იმსჯელებენ იმის შესახებ თუ როგორ დაეხმარნენ აივ/შიდსით დაავადებულებს და მათი ოჯახის წევრებს, მოძებნიან სხვა ადამიანებს, რომლებიც ასევე დაეხმარებიან მათ.
8. სარგებელი სხვებისათვის: პრეზენტატორების მიერ წარდგენილი ნამუშევრების მონიტორინგის შედეგად საზოგადოება მიიღებს ახალ ინფორმაციებს აივ/შიდსის შესახებ. დაავადებულ ადამიანს შეუმსუბუქდება ტანჯვის, სტიგმის და დისკრიმინაციის შიშის განცდა. შემცირდება ინფიცირებულობის მალვა, გაიზრდება პროფილაქტიკის წესების დაცვა, რაც გამოიწვევს შიდსის ეპიდემიის გავრცელების შემცირებას.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა) ბიოლოგია - ურთიერთობა ადამიანებთან; საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბება, გამოთქმა, გამოხატვა; კომუნიკაბელურობა.
იყოს შემწყნარებელი; პატივს სცემდეს სხვას, მის უფლებებს, რელიგიას, ცხოვრების წესს; იცოდეს, როგორ გამოიყენოს საკუთარი უფლებები და როგორ არ შეზღუდოს სხვისი.
ბ) სამართალი – აივ ინფიცირებული ადამიანის უფლებებს, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, იცავს კანონი.
გ) ინტენსიური სასწავლო კურსი აივ ინფექცია/შიდსისა, სგგ და სხვა დაავადებათა პრევენციისათვის – გამოკვეთენ იმ გზებსა და საშუალებებს, რომლებითაც ხდება და რომლითაც არ ხდება შიდსის ვირუსის გადაცემა, სიმპტომებს, რომლებიც ახასიათებს აივ და შიდსით დაავადებულ ადამიანებს, ისაუბრებენ შიდსთან ბრძოლის პრევენციულ საშუალებებზე. გაუსვამენ ხაზს იმას, რომ უნდა ვებრძოლოთ შიდსს და არა შიდსით დაავადებულებს.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ია ზირაქიშვილი; ნაზი ნადირაძე. 
12. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: iazirakishvili@gmail.com;nazinadiradze71@posta.ge 
13. პროექტის ფორუმი:
14. პროექტის ვებ–გვერდი:www.iazirakishvili.blogspot.com