1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის დღე. მე და ქალბატონი ნაზი,დირექტორის მოადგილე

1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის დღე. მე და ქალბატონი ნაზი,დირექტორის მოადგილე
პროექტი N3

четверг, 26 ноября 2009 г.

“დარგე ხე _ გაამწვანე შენი გარემო.”

1.პროექტის სახელი: “დარგე ხე – გაამწვანე შენი გარემო"
2. პროექტის მოკლე აღწერა 1_2 წინადადებით: პროექტის მიზანია სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე ზრუნვა.
3 .პროექტის სრული აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დირექციის მიერ სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე ზრუნვას, სკოლის ტერიტორიაზე წიწვოვანი და სხვა ნარგავების განთავსებას, ეზოს დასუფთავებას.პროექტში მონაწილეები პირველ ეტაპზე მოიძიებენ ინფორმაციას ნერგების მოპოვების შესახებ ისტ-ის საშუალებით. გააცნობენ შესაბამის სამსახურს პროექტის მიზანს შესაბამისი დახმარების მოთხოვნით. მეორე ეტაპზე მოხდება ნერგების შემოტანა, დარგვითი ღონისძიებები, ეზოს დასუფთავება. ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება და შეგროვება.მესამე ეტაპზე _ ანალიზის სქემის შედგენა, www.panoramio.com -ზე მონიშვნა პრეზენტაციის გაკეთება. ბლოგის შექმნა.
4. მონაწილეთა ასაკი:  სვადასხვა.
5.ვადები, ხანგრძლივობა:

I ეტაპი _ 2009 წლის ოქტომბერ-ნოემბერი;

II ეტაპი _ ზამთრის პერიოდი, (სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის ლაბორატორიაში ახალი ნერგების გამოყვანა);

III ეტაპი _ 2010 წლის მარტი _ მაისი;

IV ეტაპი - 2011-2012 ... წლები.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: გადაწყვეტილების მიღება, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება, სავარაუდო შედეგების ვრცელი და დასაბუთებული აღწერა, პრეზენტაცია. მონიტორინგი იმ სამსახურებისათვის ვინაც დახმარება გაუწია და მხარი დაუჭირა პროექტს.
7. მოსალოდნელი შედეგები: ა). პროექტის მონაწილეებს გაუჩნდებათ ინტერესი გარემომცველი სამყაროს მიმართ. გაიზრდება ჩართულობის ხარისხი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ესთეტიკურ განვითარებას, სამყაროს შეცნობას, საკუთარი როლის განსაზღვრას სამყაროსთან მიმართებაში, მონაწილე იგრძნობს თავს სამყაროს შემადგენელ ნაწილად. გაუმჯობესდება სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორია ეკოლოგიური კუთხით.ბ). პროექტის მონაწილეებს, სკოლის ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობას სწორი ეკოლოგიური აზროვნება ჩამოუყალიბდებათ.გ) მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ეზოს დალაგებაში, მას არ დაანაგვიანებენ.დ) მოხდება პროექტში მონაწილე მხარეთა დაახლოება, თანამშრომლობა.
8. სარგებელი სხვებისათვის: აკადემიური მიზნების კვალდაკვალ პროექტის მონაწილე ფიქრობს იმ კონკრეტულ სიკეთეზე, რომელიც შეიძლება გაუკეთოს მან დანარჩენ თაობებს, გააუმჯობესებს სკოლის ექსტერიერს, მიიღებს საინტერესო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილებას. 
9. სამუშაო ენა:  ქართული.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან /, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ეკოლოგია, ხელოვნება, შრომა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: რამაზ სუპატაშვილი, ია ზირაქიშვილი, ნატო ინდუაშვილი.
12.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ramazisupatashvili@yahoo.com, iazirakishvili@gmail.com, natoinduashvili@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:

14. პროექტის ვებ გვერდი: iazirakishvili blogspot.com პროექტს მხარი დაუჭირა თბილისის მერიამ,გლდანის ლუწი მიკრორაიონების მუნიციპალიტეტმა, 71-ე საჯარო სკოლის დირექტორმა- პროექტის ინიციატორმა ბ-ნმა რამაზ სუპატაშვილმა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II -ის ლოცვა-კურთხევით.